იან ვალსინერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსდისციპლინური კულტურის ფსიქოლოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
მან ჩაატარა საჯარო ლექციები თემებზე: “რატომ კულტურის ფსიქოლოგია? განა კროს-კულტურული ფსიქოლოგია საკმარისი არ არის?”; "მეთოდოლოგია მეთოდების გარეშე".
ასევე გაიმართა სემინარები სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ როგორც სტუდენტებისთვის, ისე დამწყები მკვლევრებისა და პროფესურისთვის.